დავით თუმანიშვილი
ქართველი პოეტი და კალიგრაფი
დავით ეგნატეს ძე თუმანიშვილი (დ. 1780 ― გ. უცნობია) — ქართველი პოეტი და კალიგრაფი. მოღვაწეობდა რუსეთში. 1826 მიიღო ნადვორნი სოვეტნიკის ჩინი. თუმანიშვილის შემოქმედებას აშუღური პოეზიის დაღი აზის. თემატიკურად მისი ლექსები ერთფეროვანია, ძირითადია სატრფიალო მოტივი. თუმანიშვილს დიდი დამსახურება მიუძღვის ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის საქმეში. მან გადანუსხა და მოკაზმა მრავალი ქართული ხელნაწერი.
დავით თუმანიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1780 |
საქმიანობა | პოეტი და კალიგრაფი |
ლიტერატურა
რედაქტირება- მიქაძე გ., დავით თუმანიშვილი, «ლიტერატურული ძიებანი», 1963, ტ. 14;
- მიქაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 9.