დავით ვარდოსანიძე

დავით გრიგოლის ძე ვარდოსანიძე (დ. 15 ოქტომბერი, 1918, ტყიბული, — გ. 10 მაისი, 1995, თბილისი) — ქართველი ბიოლოგი. ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1966).

დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტი (1939). მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. ომის დამთავრების შემდეგ დარჩა საბჭოთა არმიის რიგებში. თადარიგში გავიდა გვარდიის მაიორის წოდებით. 1954 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტში. 1965 წლიდან იყო ორგანიზმული და ბიოლოგიური ქიმიის კათედრის გამგე, კათედრის პროფესორი, 1982 წლიდან — სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა კვებისა და საკვებთა ტექნოლოგიის განყოფილების მთავარი სპეციალისტი. ვარდოსანიძის კვლევის ძირითადი სფერო იყო ცხოველების სისხლის ბიოქიმიისა და კლინიკური საკითხების შესწავლა.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ვეტერინარული ბიოქიმია, თბ., 1978.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვარდოსანიძე, დავით // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 173.