დავით ესებუა
დავით ესტატეს ძე ესებუა (დ. 4 თებერვალი, 1908, ფოთი, — გ. 7 აპრილი, 1973, თბილისი) — ქართველი მსახიობი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1948). მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული მუსიკალური კომედიის თეატრის და ესტრადის განვითარებაში.
დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრთან არსებული დრამატული სტუდია (1938). 1940 წლამდე იყო ამავე თეატრის მსახიობი, 1940 წლიდან — მუსიკალური კომედიის თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი. გამოირჩეოდა გარდასახვის განსაკუთრებული ნიჭით, ვოკალური მონაცემებით, სცენური მომხიბვლელობით. მნიშვნელოვანი როლებია: ედვინი (რ. ფრიმლისა და ჰ. სტოტჰარტის „როზმარი“), ლორანი (ა. ოდრანის „ნატვრისთვალი“), ბარტოლუსი (ჯ. ფლეჩერის „ესპანელი მღვდელი“), რაჯამი (ი. კალმანის „ბაიადერა“), გრიგოლი (ზ. ანტონოვის „მზის დაბნელება საქართველოში“), ლევანი (ვ. ცაგარეიშვილის „სამთა სიყვარული“), ასქერი (უ. ჰაჯიბეკოვის „არშინ მალ-ალან“), ნუგზარი (ა. კერესელიძის „თბილისის ცის ქვეშ“) და სხვ. გამოდიოდა ესტრადაზეც.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 99.