დავით და ტირიჭანის წამება
„დავით და ტირიჭანის წამება“ — ძველქართული ჰაგიოგრაფიული თხზულება, რომელშიც აღწერილია სომხეთში, ბასიანის ხევში, VII საუკუნის I ნახევარში მომხდარი ტრაგედია: წარმართი ბიძის მიერ მცირეწლოვანი ქრისტიანი დისწულების, ძმების — დავითი და ტირიჭანის — წამებისა და დახოცვის ამბავი. თხზულება მიჩნეულია IX საუკუნის ქალკედონელი სომეხი ანონიმი ავტორის მიერ ქართულად დაწერილ ძეგლად.
ლიტერატურა
რედაქტირება- აბულაძე ილ., ქართული და სომხური ლიტერატურული ურთიერთობანი IX–X საუკუნეებში, თბ., 1944;
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 290.