დავით გურამიშვილი (ფერმწერი)

ქართველი ფერმწერი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გურამიშვილი.

დავით ალექსანდრეს ძე გურამიშვილი (დ. 1857 — გ. 1926) — ქართველი ფერმწერი. რეალისტური მხატვრობის წარმომადგენელი.

დავით გურამიშვილი, 1924

ბიოგრაფია

რედაქტირება

თბილისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1873 წელს გაემგზავრა პარიზში. 1886 წელს შევიდა მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში, სადაც 1888-მდე სწავლობდა. სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში ("გალანგა", "ობზორი"). ადრინდელი ნამუშევრები განიცდიდა ო. დომიეს გავლენას. გურამიშვილისთვის დამახასიათებელია მახვილი თვალი, იუმორის გრძნობა და შესრულების მაღალი ოსტატობა. მისი ნამუშევრების ("მოგზაურობა უდაბნოში", 1886; "მოხუცის პორტრეტი", "ქალიშვილის პორტრეტი", "ავტოპორტრეტი", 1924, ყველა საქართველოს ხელოვნების მუზეუმი ) ნათელი, თბილი ფერადოვანი გამა, მზის სხივებით განათებული პეიზაჟები გ. გაბაშვილის შემოქმედებასთან სიახლოვეზე მიუთითებს.

1916 წელს დ. გურამიშვილი იყო ქართველ მხატვართა კავშირის დაარსების ინიციატორი და წესდების ავტორი. გაწეული ღვაწლისათვის 1924 წელს იგი ამ კავშირის საპატიო წევრად აირჩიეს.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 311.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 118, თბ., 1994