დავით გორდელაძე

ქართველი თერაპევტი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გორდელაძე.

დავით გიორგის ძე გორდელაძე (დ. 3 მარტი, 1946, თბილისი) — ქართველი თერაპევტი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (1997);

დავით გორდელაძე
დაბ. თარიღი 3 მარტი, 1946(1946-03-03) (78 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა თერაპევტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1968 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1980-1997 წლებში იყო თსსი-ის სამკურნალო ფაკულტეტის შინაგან დაავადებათა კათედრის თანამშრომელი (1995-1997 — კათედრის პროფესორი), 1997-2005 წლებში — ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შინაგან დაავადებათა კათედრის გამგე, 2000-2005 წლებში — მედიცინის ფაკულტეტის დეკანი. 2004 წლიდან საქართველოს თერაპევტთა ასოციაციის პრეზიდენტია. გორდელაძის სამეცნიერო ინტერესების სფერო: მინერალთა ცვლა, ლაზეროთერაპია, ჰეპატოლოგია, გასტროენტეროლოგია, გულის კუნთის მორფოლოგია, თერაპიის სწავლების მეთოდოლოგია, ბიოეთიკა, სამედ. სამართალი. გორდელაძე არის სამეცნიერო შრომებისა და 1 მონოგრაფიის ავტორი. მიღებული აქვს საავტორო მოწმობა 2 გამოგონებაზე. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999).

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • გულის მორფოლოგია სიკვდილის სხვადასხვა მექანიზმის დროს, თბ.,1976.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება