დავით ლევანის ძე გოგოჭური (დ. 15 ნოემბერი, 1922, ბუჩუკურთა, ახლანდ. დუშეთის მუნიციპალიტეტი — გ. 2000, თბილისი) — ქართველი ფოლკლორისტი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1990).

ბიოგრაფია რედაქტირება

1949 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1974 წელს გამოაქვეყნა პირველი წიგნი „მელექსეობა ხევსურეთში“. იკვლევდა ფოლკლორის ცალკეულ ჟანრებს, ხევსურული მელექსეობის, საგმირო, საწესჩვეულებო პოეზიის საკითხებს. ავტორია პროზაული მხატვრული კრებულისა „ეს უმღერია პაპასა“ (1991). „ქართული ხალხური პოეზიის“ თორმეტტომეულის მომზადებისათვის მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია (სხვებთან ერთად, 1988).

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • ხევსურული საგმირო პოეზია და გმირები, თბ., 1977;
  • ხალხური სიტყვიერება მავნე წეს-ჩვეულებათა წინააღმდეგ, თბ., 1978.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსებიინტერნეტში რედაქტირება