დავით გეწაძე

ქართველი ენათმეცნიერი (1917—1979)

დავით ოქროპირის ძე გეწაძე (დ. 28 აგვისტო, 1917, ზესტაფონი, — გ. 29 ივნისი, 1979, იქვე) — ქართველი ენათმეცნიერი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი (1971).

მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. 1948 წელს დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, 1952 წელს — ასპირანტურა. 1948–1968 წლებში მუშაობდა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტში, 1968 მარტიდან გარდაცვალებამდე — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ქართული ენის კათედრაზე. გეწაძის სამეცნიერო ნაშრომები ეძღვნება ძველი ქართული ზმნის სისტემას, მწერლის ენასა და სტილს, ცალკეულ გრამატიკულ კატეგორიათა წარმოების თავისებურებებს, ქართული ენის სწავლების ფორმებსა და მეთოდებს.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • მესამე პირის სუბიექტის ნიშანი დ ძველ ქართულში, «ქუთაისის სახელმწ. პედ. ინ-ტის შრომები», 1952–53, ტ. 11.
  • კავშირებითი მეორის ერთი ფუნქციის შესახებ ძველ ქართულში, იქვე, 1955, ტ. 13. ქართული ენა. ლექსიკოლოგიისა და სემასიოლოგიის პრაქტიკუმი, თბ., 1962.
  • ძირითადი ფონეტიკური პროცესები სულხან-საბა ორბელიანის ენაში, კრ.: ენათმეცნიერება, თბ., 1976 (თსუ შრომები, ტ. 174).

ლიტერატურა

რედაქტირება