დავით გაბიტაშვილი

დავით დიმიტრის ძე გაბიტაშვილი (დ. 28 აგვისტო, 1920, თბილისი, — გ. 2000, იქვე) — ქართველი მხატვარი, საქართველოს სახალხო მხატვარი (1985).

საბჭოთა არმიის რიგებში მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. 1952 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (უჩა ჯაფარიძის კლასი). 1966 წლიდან იქვე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას (1984 წლიდან პროფესორი), სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1953 წლიდან. გაბიტაშვილის ფერწერული და გრაფიკული ნაწარმოებები ასახავს საქართველოს ისტორიულ წარსულს და თანამედროვეობას, ადამიანების ყოფასა და ინტერესებს. მნიშვნელოვანი ნამუშევრები: „სოხუმის პორტი“ (1957), „გაზაფხული“ (1959), „სვანეთის კოშკები“ (1966), „ვენეცია. სან-მარკოს მოედანი“ (1969), „კარლოვი-ვარი. კაფე“ (1985), „თამუნას პორტრეტი“ (1988, ყველა მხატვრის კუთვნილება) და სხვ. მხატვრულად გააფორმა სპექტაკლები სოხუმის სახელმწიფო თეატრში. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997).

ლიტერატურა

რედაქტირება