დავით არევაძე (დ. 7 აგვისტო, 1942, თბილისი) — ქართველი გამომგონებელი, მეცნიერი, პოლიტიკოსი.

დავით არევაძე
დაბადების თარიღი 7 აგვისტო, 1942 (1942-08-07) (82 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

1963 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგირი ფაკულტეტი. 1966-995 წლებში ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას: საქართველოს გეოლოგიის სამმართველოს გეოლოგი, უფროსი გეოლოგი. 1971 წლიდან კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ჯგუფის ხელმძღვანელი, ლაბორატორიის გამგე, განყოფილების გამგე. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დამოუკიდებელი მაჟორიტარი N48 ხარაგაულის საარჩევნო ოოლქიდან. 1990-1991 წლებში იყო მრეწველობის, ენერგეტიკის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და კავშირგამბულობის კომისიის წევრი. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).1992-1995 წლებში იყო საქართველოს მრეწველობის მინისტრის მოადგილე. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება