სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აგლაძე.

დავით გიორგის ძე აგლაძე (დ. 18 (31) იანვარი1900, თბილისი ― გ. 7 აგვისტო, 1976, იქვე) ― ქართველი ზოოტექნიკოსი. საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1925), პროფესორი (1930).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1925 წელს დაამთავრა ჰალე-ვიტენბერგის (გერმანია) ზოოტექნიკური ინსტიტუტი. 1925–1947 წლებში ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის ზოოვეტერინალურ და მეცხოველეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში. 1947–1973 წლებში საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მეცხოველეობის კათედრის გამგე. მის ნაშრომებში გაშუქებულია ცხვრის მეტიზაციის, მატყლის სტანდარტიზაციის, ხევსურული ძრობის ოსტეოლოგიის, აგრეთვე საქართველოს მეცხოველეობის სხვა საკითხები. გარდა ამისა, აგლაძემ თარგმნა კლასიკური ნაშრომები გენეტიკაში, დაამუშავა ქართული ზოოტექნიკური ტერმინოლოგიის საკითხები. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით და მედლებით.

ლიტერატურა

რედაქტირება