დ’იურვილის კუნძული
დ’იურვილი (ინგლ. D'Urville Island) — კუნძული მარლბოროს სრუტეების ქსელის გასწვრივ, ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულის ჩრდილოეთ სანაპიროსთან. სახელი ეწოდა ფრანგი მკვლევრის, ჟიულ დიუმონ დ’იურვილის პატივსაცემად. კუნძულის ძირძველი დასახელება მაორის ენაზე — რანგიტოტო-კი-ტე-ტონგა (მაორი. Rangitoto ki te Tonga).[1] ჰყავს 52 მუდმივი მაცხოვრებელი (2006).[2]
მშობ. სახელი: ინგლ. D'Urville Island | |
---|---|
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 40°50′ ს. გ. 173°52′ ა. გ. / 40.833° ს. გ. 173.867° ა. გ. |
ფართობი | 150 კმ² |
სიგრძე | 27 კმ |
სიგანე | 9,6 კმ |
ახალი ზელანდია | |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 52 (2006) |
სიმჭიდროვე | 0,35 ად. /კმ² |
გეოგრაფია
რედაქტირება150 კმ² ფართობით იგი ახალი ზელანდიის სიდიდით მერვე კუნძულია. სიგრძე — 27 კმ, ხოლო სიგანე — 9,6 კმ.[3] კუნძულის ჩრდილოეთით მდებარეობს კუკის სრუტე, რომელიც ახალი ზელანდიის ორ უდიდეს კუნძულს — ჩრდილოეთ კუნძულს და სამხრეთ კუნძულს ყოფს. სამხრეთ კუნძულისგან გამოყოფილია სახიფათო ფრენჩ-პასის სრუტით (მაორიული სახელი — ტე-აუმიტი), რომელშიც დინების სიჩქარე აღწევს 14 კმ/სთ-ს.
ისტორია
რედაქტირებაკუნძული 1642 წელს აღმოაჩინა ჰოლანდიელმა მოგზაურმა აბელ ტასმანმა.[4] მაგრამ თანამედროვე სახელი მან მიიღო მხოლოდ 1827 წლის 29 იანვარს, როდესაც ფრენჩ-პასის სრუტით გაცურა ფრანგმა მოგზაურმა ჟიულ დიუმონ დ’იურვილმა, რომლის პატივსაცემად დაერქვა კუნძულს ეს სახელი.[3] 1883 წელს კუნძული გახდა კამათის ობიექტი მისი მფლობელობის თაობაზე ახალზელანდიური მიწის კომპანიასა და ადგილობრივ მაორის ტომის — ნგატი-კოატას მოსახლეობას შორის. კონფლიქტის მოსაგვარებლად სპეციალურად დანიშნულმა უფლებამოსილმა პირმა გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კომპანიის მიერ კუნძულის ყიდვა გამოცხადდა უკანონოდ, ხოლო მფლობელობის ყველა უფლება გადაეცა ადგილობრივ მოსახლეობას. მიუხედავად ამისა კონფლიქტი ამით არ მოგვარებულა და 1895 წელს კუნძული დაიყო 11 დიდ ბლოკად. მოგვიანებით ხუთმა ევროპელმა ბიზნესმენმა უელინგტონიდან იჯარით აიღეს დ’იურვილის კუნძული მაორელი მესაკუთრეებისგან.[3]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Rangitoto ki te Tonga/D’Urville Island. Place Name Submission Report. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-21. ციტირების თარიღი: 2010-04-02.
- ↑ Gerard Hindmarsh. (2006)Discovering D'Urville. Heritage New Zealand. ციტირების თარიღი: 13 January 2011.
- ↑ 3.0 3.1 3.2 Discovering D'Urville. New Zealand Historic Places Trust Pouhere Taonga. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-08-20. ციტირების თარიღი: 2010-04-02.
- ↑ Marlborough and Nelson. Lonely Planet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-21. ციტირების თარიღი: 2010-04-02.