გუფის ეკლესია — ეკლესია სოფელ გუფში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველო. ეკლესია აგებულია შუა საუკუნეებში.

გუფის ეკლესია, 1957 წელი

ეკლესია წარმოადგენს დარბაზულ ნაგებობას. აგებულია ნახევრადდამუშავებული კვადრებით. ნაგებობა ძლიერ დანგრეულია, შემორჩენილია ნახევარწრიული აფსიდი. ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ეკლესიის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია. ეკლესიის კედლები მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია და იგი სასწრაფო კონსერვაციას საჭიროებს.

2018 წლის აგვისტოში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ციხესიმაგრეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა[1].

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება