გუსლი (ჟურნალი)
„გუსლი“ (რუს. Гусли, „გუსლი“) — ყოველკვირეული მხატვრულ-იუმორისტული სურათებიანი ჟურნალი, გამოდიოდა თბილისში რუსულ ენაზე 1881–1882 წლებში. რედაქტორობდა პოეტი ივანე თხორჟევსკი, მუდმივი თანამშრომლები იყვნენ პეტრე ოპოჩინინი და ალექსანდრა თხორჟევსკაია (პალმი). კარიკატურები და ნახატები ეკუთვნოდა მიხეილ ჩემოდანოვს. „გუსლი“ აგრძელებდა ჟურნალ „ფალანგის“ ტრადიციებს. მიზნად ისახავდა ბრძოლას სიცრუესთან, თვითნებობასთან. ჟურნალი დაიხურა მთავრობის ბრძანებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- პრილიპკო რ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.
- Гусли, тифлисский журнал. Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона, т. IXa (1893): Гравилат — Давенант, - გვ. 924.