გუსლი
გუსლი — რუსული სიმებიანი საკრავი. ცნობილია 5-14-სიმებიანი ფრთისებრი გუსლი და 10-30-სიმიანი ჩაფხუტისებრი გუსლი (წყობა დიატონურია). გუსლი არის როგორც სოლო, ისე ანსამბლური საკრავი. უძველესი ცნობები გუსლზე გვხვდება VI საუკუნეში. ფრთისებრი გუსლი გავრცელებულია ბალტიისპირეთის, კარელიის და ფინეთის ჩრდილო-დასავლეთ რაიონებში. იქაური გუსლებია: კანელი (ესტონეთი), კოკლე (ლატვია), კანკლესი (ლიტვა), კანტელე (კარელია-ფინეთი).
ჩაფხუტისებრი გუსლი შემორჩა მხოლოდ ვოლგისპირეთის ხალხებს. XVI-XVII საუკუნეებში შეიქმნა საკრავის მესამე ნაირსახეობა - სწორკუთხა (მაგიდის), მოგრძო კორპუსიანი და 50-60-სიმიანი გუსლი (თავდაპირველად დიატონური, შემდეგ ქრომატული წყობისა). 1900-იან წლებში ო. სომელსკიმ და ნ. პრივალოვმა ფრთისებრი გუსლი გააუმჯობესეს და შექმნეს გუსლების ოჯახი - გუსლი-პიკოლო, პრიმა, ალტი, ბანი. ამ ამ საკრავებს ხმარობენ ე. წ. გუსლარების გუნდში. 1914 წელს ნ. ფომინმა სწორკუთხა გუსლს საფუძველზე შექმნა კლავიშიანი გუსლი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 319.