გუსევი

ანტონ ჩეხოვის მოთხრობა

გუსევი (რუს. Гусев) — ანტონ ჩეხოვის მოთხრობა, რომელიც 1890 წელს დაიწერა. პირველად, 1890 წლის 25 დეკემბერს, გაზეთ „ახალი დრო“-ში გამოქვეყნდა.

გუსევი
ჟანრი მოთხრობა
ავტორი ანტონ ჩეხოვი
მშობლიური ენა რუსული
დაწერილია 1890
გამოცემულია 25 დეკემბერი, 1890

გამოქვეყნება

რედაქტირება

ანტონ ჩეხოვი ალექსეი სუვორინისთვის 9 დეკემბერს გაგზავნილ წერილში რეალური ცხოვრების სიუჟეტს აღწერს — ზღვაში დაკრძალვას, რომელიც მან სახალინიდან დაბრუნებისას გემის ბორტზე იხილა. მოთხრობა თავდაპირველად 1890 წლის 25 დეკემბერს, გაზეთ „ახალი დრო“-ს საშობაო 5326-ე ნომერში გამოქვეყნდა, მინიშნებით: „კოლომბო, 12 ნოემბერი“.

მოთხრობა ხუთ თავად არის დაყოფილი. რამდენიმე სტილისტური შესწორების შემდეგ ის 1893 წელს გამოცემული მოთხრობების კრებულში „პალატა № 6“ შევიდა. მოთხრობა კრებულის შემადგენლობაში ზედიზედ შვიდჯერ უცვლელად გამოიცემოდა (1893—1899). მოტხრობა მცირედი ცვლილებებით შევიდა ადოლფ მარქსის მიერ 1899—1901 წლებში გამოცემულ ჩეხოვის თხზულებათა კრებულის მეექვსე ტომში.

ანტონ ჩეხოვის სიცოცხლეშივე მოთხრობა ბულგარულ, უნგრულ, გერმანულ, ნორვეგიულ, პოლონურ და ფრანგულ ენებზე ითარგმნა.

რამდენიმე დემობილიზებული ჯარისკაცი, მათ შორის რიგითი გუსევი და პავლე ივანოვიჩი, რომელზეც არავინ არაფერი არ იცის და თავის თავში მღვდელს აღმოაჩენს, შორეული აღმოსავლეთიდან, გემით სახლში ბრუნდებიან. ხომალდის ლაზარეთში, რიგითი გუსევი ძილში ჭლექით იღუპება. მის სხეულს აფრის ტომარაში ახვევენ და მოკლე ლოცვის შემდეგ ზღვაში აგდებენ.

მწერალი დეტალურად აღწერს თუ როგორც ეშვება სხეული ფსკერისაკენ თევზების გუნდის სიახლოვეს, როგორ გლეჯს მას ზვიგენი.

მათ შორის, ვისაც მოთხრობა მოეწონა, იყვნენ პეტრე ჩაიკოვსკი[1] და ალექსი პლეშჩეევი, რომელიც 1891 წლის 12 იანვარს წერდა: „ახალ დროში“ გამოქვეყნებული მოთხრობისთვის მადლობა: სიამოვნებით წავიკითხე“[2].

ვ. ალბოვი მოთხრობა „გუსევს“ იმ ნაწარმოებებს მიაკუთვნებდა, რომელშიც „ჩეხოვის ყურადღება მიმართულია გარეგან პირობებზე, როგორც ოცნებისა და მეოცნებეების კვდომის მიზეზზე“[3].

ლიტერატურა

რედაქტირება

Чехов А. П. Гусев // Чехов А. П. Полное собрание сочинений и писем: В 30 т. Сочинения: В 18 т. / АН СССР. Ин-т мировой лит. им. А. М. Горького. — М.: Наука, 1974—1982.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1 January 1891 letter to brother Modest Chaykovsky.
  2. მოთხრობა „გუსევი“. შენიშვნები.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-15. ციტირების თარიღი: 2017-06-23.
  3. ვ. ალბოვი. Два момента в развитии творчества Антона Павловича Чехова… «Мир божий», 1903, № 1, გვ. 94