ბეშქენ გურკლელი მახუნჯაგისძე
(გადამისამართდა გვერდიდან გურკლელი მახუნჯაგისძე, ბეშქენი)
ბეშქენ გურკლელი მახუნჯაგისძე — XIII საუკუნის 30-50-იანი წლების ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, რუსუდანისა და დავით VI ნარინის კარის მოხელე — ამირეჯიბი, სოფ. გურკელის (სამცხე) მემკვიდრეობით მფლობელი (გურკლელების საგვარეულო).
გურკლელი მახუნჯაგისძე დავით VI-ის თანშეზრდილი და დაახლოებული პირი იყო. იგი თან ახლდა მეფობის დასამტკიცებლად დაახლოებით 1243 წელს ოქროს ურდოში წასულ დავით VI-ს. 1259 წელს მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყებულ დავით VI-თან ერთად დასავლეთ საქართველოში გადავიდა. ამის შემდეგ, როგორც ჩანს, იმერეთში დამკვიდრდა სამეფო კარზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- შოშიაშვილი ნ, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 224.