სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თვალთვაძე.

გური კალისტრატეს ძე თვალთვაძე (დ. 25 ოქტომბერი, 1907 — გ. 8 თებერვალი, 1970) — ქართველი გეოფიზიკოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1961), პროფესორი (1963). საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1967).

გური თვალთვაძე
დაბ. თარიღი 25 ოქტომბერი, 1907(1907-10-25)
დაბ. ადგილი წალენჯიხა
გარდ. თარიღი 8 თებერვალი, 1970(1970-02-08) (62 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 სსრკ
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი

ბიოგრაფია

რედაქტირება

გური თვალთვაძემ 1930 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1934 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტში თავისსავე დაარსებულ სეისმომეტრიის განყოფილებას. იგი სასარგებლო წიაღისეულის სეისმომეტრიული მეთოდით ძიების ფუძემდებელია საქართველოში. მისი შრომები ეხება კავკასიაში დედამიწის ქერქის აგებულებისა და ფიზიკური თვისებების შესწავლის საკითხებს. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში (1945–70). იყო საქართველოს ზოოვეტერინალური ინსტიტუტის ფიზიკის კათედრის გამგე (1939–56). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ლიტერატურა

რედაქტირება

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • მიწისძვრები. თბილისი, „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა და სტამბა“, 1950;
  • დედამიწის აღნაგობა და მისი ფიზიკური თვისებები. თბილისი, „საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა და სტ.“, 1950;
  • ვულკანები და მიწისძვრები. თბილისი, „სახელგამი“, 1950.