ალექსანდრე გურგენიძე
(გადამისამართდა გვერდიდან გურგენიძე, ალექსანდრე)
ალექსანდრე ერმალოზის ძე გურგენიძე (დ. 8 ივლისი, 1916, სოფ. ხოტევი, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, — გ. 20 მარტი, 1975, თბილისი) — ქართველი სამხედრო მფრინავი, მაიორი (1945), საბჭოთა კავშირის გმირი (6 მარტი, 1945).
დაამთავრა თბილისის სასოფლო–სამეურნეო ტექნიკუმი (1934) და სწავლობდა ქ. სვერდლოვსკის სამშენებლო ინსტიტუტში (1934-1937). 1937 წელს გაიწვიეს წითელ არმიაში. 1940 დაამთავრა ქ. ჩკალოვის სამხედრო-საჰაერო სასწავლებელი. მუშაობდა ჩკალოვის აეროკლუბში მფრინავ-ინსტრუქტორად. II მსოფლიო ომის დროს იბრძოდა ყირიმში, ლენინგრადთან, ვიბორგთან, შემდეგ — ესტონეთსა და ლატვიაში. მტრის გემების ჩაძირვისათვის მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება (1945).
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩინჩილაკაშვილი ტ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 212.