გურამ მოდებაძე
გურამ მოდებაძე (დ. 5 ოქტომბერი, 1947, ჭიათურა — გ. 7 მარტი, 2012) — ქართველი მორაგბე, რაგბის მწვრთნელი, ექიმი.
დაიბადა 1947 წლის 5 ოქტომბერს ჭიათურაში. რაგბის თამაში 22 წლის ასაკში დაიწყო და მალევე აიყვანეს სარაგბო კლუბ „ლოკომოტივში“. 1977 წელს დატოვა უმაღლესი ლიგა და მწვრთნელი გახდა. სხვადასხვა დროს ავარჯიშებდა სპი-ს, თსუ-ს, სამხატვრო აკადემიის გუნდს, ლოკომოტივს, ასკ-ს, რუსთავს, გუმარს, დევებს. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გურამ მოდებაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გარდაიცვალა გურამ მოდებაძე (“ბურძგლა”). „მსოფლიოს სპორტი“