ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ქეთი ანჯაფარიძე (დ. 3 ოქტომბერი, 1933, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1958 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1952–1962 წლებში მუშაობდა საქართველოს სსრ ჯანმრთელობის სამინისტროს ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის პათანატომიის კათედრაზე. 1963-1967 წლებში იყო კათედრის ასისტენტი. 1967–1975 წლებში მუშაობდა თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ინფარქტის განყოფილებაში. 1975 წლიდან ამავე ინსტიტუტის რეაბილიტაციის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელია. ავტორია 52 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ძირითადად ეხება კარდიოლოგიურ პრობლემებს. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები.

1965 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ფილტვების პათომორფოლოგიური ცვლილებები ადამიანის პერინატალურ პერიოდში.“

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ფილტვების პათომორფოლოგიური ცვლილებები ადამიანის პერინატალურ პერიოდში. - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1964 გვ. 76

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 139

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გურამ_კაპანაძე“-დან