გურამ კაკალაშვილი
გურამ კაკალაშვილი (დ. 22 მარტი, 1965, თბილისი) — ქართველი თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი, სოფლის მეურნეობის მუშაკი.
გურამ კაკალაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 22 მარტი, 1965 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
1989 წელს დაამთავრა შრომის წითელი დროშის ორდენოსანი საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები “. 2008-2012 წლებში — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (ლაგოდეხის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გურამ კაკალაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გურამ კაკალაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)