გურამ გუჯაბიძე (დ. 7 იანვარი, 1933, სოფ. სუფსა, ლანჩხუთის რაიონი — გ. 13 თებერვალი, 2008) — ქართველი პედაგოგი, პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი.

გურამ გუჯაბიძე
დაბადების თარიღი 7 იანვარი, 1933
დაბადების ადგილი სუფსა, ლანჩხუთის რაიონი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
გარდაცვალების თარიღი 13 თებერვალი, 2008 (75 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. 1957-1965 წლებში იყო კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების მუშაკი, საშუალო სკოლის მასწავლებელი. 1965-1973 წლებში იყო პარტიულ სამუშაოზე. 1974-1990 წლებში იყო სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკი. 1991 წლიდან აგროსამრეწველო კომბინატ „ლანჩხუთის“ კონტროლის ინსპექტორი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: მაჟორიტარი, ლანჩხუთის საარჩევნო ოლქი, საქართველოს ეროვნულ-ქრისტიანული პარტია. ხელი აქვს მოწერილისაქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება