ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გურამ გიორგაძე (დ. 24 აპრილი, 1945, ჭიათურა) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1969–1971 წლებში იყო ჭიათურის ქალაქის პოლიკლინიკის თერაპევტი. 1971–1975 წლებში ჭიათურის ქალაქის საავადმყოფოს ექიმი–თეტაპევტი. 1972–1975 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თერაპიის კათედრის უფროსი ლაბორანტი, 1975–1996 წლებში ასისტენტი, 1996 წლიდან კათედრის დოცენტი. 1989 წლიდან თბილისის მე–4 კლინიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების გამგე. ავტორია 23 სამეცნიერო ნაშრომის.

1981 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ეკგ–ზე იშემიური T კბილის გენეზისა და დიაგნოსტიკური ღირებულების შესწავლა სხვადასხვა დაავადებების დროს ასაკობრივ ასპექტში.“

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 68

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გურამ_გიორგაძე“-დან