გურამ გვერდწითელი

გურამ გვერდწითელი (დ. 12 მარტი, 1930, თბილისი) — ქართველი კრიტიკოსი, მეცნიერი, მწერალი, პოლიტიკოსი.

გურამ გვერდწითელი
დაბადების თარიღი 12 მარტი, 1930 (1930-03-12) (94 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ხოლო 1957 წელს მოსკოვის მსოფლიო ლიტერატურის ინსტიტუტი. 1957-1962 წლებში იყო საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის კულტურის განყოფილებაში ინსპექტორი. 1962-2004 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი. 1964-1979 წლებში იყო დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. 1982-1984 წლებში ჟურნალ „კრიტიკის“ მთავარი რედაქტორი, ხოლო 1984-2005 წლებში გამომცემლობა „მერანის“ დირექტორი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“ . ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

არის 30 წიგნის ავტორი. 1961 წელს საკანდიდატო დისერტაციის თემაზე „ქართული საბჭოთა ლიტერატურის მხატვრული სახეები“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება