გურამ გველესიანი

ქართველი მეცნიერი მეტალურგიის დარგში (1928–2008)

გურამ გიორგის ძე გველესიანი (დ. 23 თებერვალი, 1928, თბილისი, — ივნისი, 2008) — ქართველი მეცნიერი მეტალურგიის დარგში. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1988; წევრ-კორესპონდენტი 1979), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიების განყოფილების აკადემიკოს-მდივანი (1988). ტექიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1966), პროფესორი (1967), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1985).

1950 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიის ფაკულტეტი. 1953–1957 წლებში მუშაობდა მოსკოვში, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ა. ბაიკოვის სახელობის მეტალურგიის ინსტიტუტში, 1957 წლიდან — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტში, ჯერ უფროს მეცნიერ თანამშრომლად, შემდეგ (1961–1980) მეტალურგიული პროცესების ფიზიკური ქიმიის ლაბორატორიის ხელმძღვანელად, 1980–1988 წლებში იყო დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში.

გველესიანის სამეცნიერო შრომები ეხება მაღალტემპერატურული მეტალურგიული პროცესების თეორიის აქტუალურ საკითხებს, მყარი არაორგანული ნაერთების თერმოდინამიკურ კონსტანტებს. მიენიჭა გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემია (1984), პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია (1992), შრომათა ციკლისათვის ავტორთა ჯგუფთან ერთად — საქართველოს სახელმწიფო პრემია (1993). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება