გურამ ბედოშვილი
გურამ ბედოშვილი (დ. 4 იანვარი, 1932, დუშეთის რაიონი, სოფელი ანანური — გ. 8 იანვარი, 2010) — ქართველი მწერალი, პედაგოგი, ფილოლოგი.
გურამ ბედოშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 4 იანვარი, 1932 |
დაბადების ადგილი | ანანური, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 8 იანვარი, 2010 (78 წლის) |
საქმიანობა | მწერალი, პედაგოგი და ფილოლოგი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტი |
1960 წელს დაამთავრა ა.ს. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1961 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილებაში უფროსი ლაბორანტის თანამდებობაზე. 1962-65 წლებში იყო აღნიშნული განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1965-72 წლებში ასრულებდა ინსტიტუტის სწავლული მდივნის მოვალეობას, საიდანაც პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა სადისერტაციო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის მიზნით; ხოლო 1975 წელს იგი არჩეულ იქნა ინსტიტუტის სწავლულ მდივნად და 1982 წლამდე მუშაობდა ამ თანამდებობაზე.
1982 წლიდან არის ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1993-2006 წლებში — ონომასტიკური კვლევის პრობლემური ლაბორატორიის გამგე, 2006-2009 წლებში — ამავე ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი.
მისი სამეცნიერო ინტერესის საგანი იყო ქართული ისტორიული ტოპონიმიკა, გეოგრაფიულ სახელთა სისტემა. საკანდიდატო დისერტაცის თემა — „ერწო-თიანეთის ტოპონიმიკის ძირითადი საკითხები“, დაიცვა 1975 წელს, ხოლო სადოქტორო დისერტაცია 2002 წელს, თემა — „ქართული ტოპონიმიკის ისტორიულ-ეტიმოლოგიური კვლევის ძირითადი საკითხები“.
იყო ასოციაცია „არაგველის“ წევრი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გურამ ბედოშვილი — ბიოგრაფიული ლექსიკონი — საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა