გურამ ახმეტელი
გურამ ახმეტელი (დ. 24 სექტემბერი, 1922, თბილისი — გ. 6 ნოემბერი, 1997, იქვე) — ქართველი ექიმ-თერაპევტი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1965). პროფესორი (1973).
1944 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1945 წელს იყო კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტის ორდინატორი. 1969 წლიდან ხელმძღვანელობდა ამავე ინსტიტუტის გულ-სისხლძარღვთა განყოფილებას. 1973–1974 წლებში იყო საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მთავარი თერაპევტი. 1965–1977 წლებში — II სამშობიარო სახლის, 1965 წლიდან საქართველოს კურორტოლოგიისა და პერინატალური მედიცინის და მეან–გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების კონსულტანტი. შეისწავლიდა ჰიპერტონიული დაავადების, ჰორმონული სტრესის, მიოკარდიუმის ნეკროზის ექსპერიმენტული მიღების, ორსულთა შორის გულის მანკის, გულ-სისხლძარღვთა უკმარისობის დაავადებათა საკითხებს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 301.