გულის წასვლა (ცხოველისა)
(გადამისამართდა გვერდიდან გულის წასვლა)
გულის წასვლა — გულის წასვლა (ლათ. Syncope) ეწოდება თავის ტვინის იშემიის შედეგად გარეგან გაღიზიანებაზე რეაქციის უეცარ და დროებით დაკარგვას.
გამომწვევი მიზეზი
რედაქტირებატრავმა, პოსტჰემორაგიული ანემია, შიში და სხვა.
მკურნალობა
რედაქტირებაუპირველეს ყოვლისა, აცილებენ მიზეზს, ცხოველს მოსვენებულ მდგომარეობაში ათავსებენ, აძლევენ საგულე საშუალებებს (კოფეინი, ქაფური, კორდიამინი) რეკომენდებულია კანის დაზელა, ნიშადურის სპირტის შესუნთქვა და ოქსიგენოთერაპია.
თუ სინკოპე განვითარდა ანემიური მდგომარეობის გამო, ცხოველს სასწრაფოდ ესაჭიროება შესაბამისი ჯგუფის ჰემოტრანსფუზია, კრისტალოიდური ხსნარების ინფუზია და კოლოიდების ტრანსფუზია. აუცილებელია ცხოველი მოთავსდეს ვეტერინარული ინტენსიური თერაპიის ან რეანიმაციის განყოფილებაში და მის მდგომარეობას თვალყური ადევნოს ვეტერინარ–რეანიმატოლოგმა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Textbook of Veterinary Internal Medicine Expert Consult, 8e - Stephen J. Ettinger DVM DACVIM and Edward C. Feldman DVM DACVIM;
- ვლადიმერ თვალიაშვილი, „ზოგადი ვეტერინარული ქირურგია“. თბილისი — 2006 წელი.