გულგულის ყვავის საყდარი

არქიტექტურული ძეგლი სოფელ გულგულას ჩრდილო-დასავლეთით, მაწაწრის ხევის პირას. თარიღდება IX-X საუკუ

გულგულას ყვავის საყდარი — არქიტექტურული ძეგლი სოფელ გულგულას ჩრდილო-დასავლეთით, მაწაწრის ხევის პირას. თარიღდება IX-X საუკუნეებით. ეკელსია დარბაზულია (10,25x6,25 მეტრი). ნაგებია რიყის ქვით, უწესრიგიდ. კუთხეებში, უმეტესად, მოზრდილი, მეტ-ნაკებად შერჩეული ქვებია გამოყენებული, რომელთა შორის, ალაგ-ალაგ შირიმის ტლანქად გათლილი ქვებიცაა ჩართული. კედლების ზედაპირი, როგორც შიგნიდან, ისე გარედანაც, გასწორებულია ბათქაშით, რომლის უმეტესი ნაწილიც ჩამოცვენილია.

1970-იანი წლების მეორე ნახევარში, სპეციალური სამეცნიერო-სარესტავრაციო საწარმო სახელოსნოს მიერ ჩატარებულა. ეკელსიის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ეკლესიის ინტერიერი და მიმდებარე ტერიტორია გაიწმინდა ღორღისა და ლამისგან. შემორჩენილი კედლების წყობასთან შეხამებით, აღდგა კამარის და კედლების დანგრეული ნაწილები. კედლებს გაუკეთდა თაროსებრი ლავგარდანი. ეკლესია გადაიხურა ღარისებრი კრამიტით.

ამჟამად ეკელსია დაზიანებულია: ალაგ-ალაგ აყრილია კრამიტი. ინტერიერი, დაახლოებით 1 მეტრის სიმაღლეზე, ამოვსებულია ნიაღვერების მიერ ჩამოტანილი ლამით, იგივე სიმაღლის ქვა-ღორღის ფენითაა დაფარული გარეთა კედლები და მიმდებარე ტერიტორია.

ეკლესიას სამი შესასველი აქვს. მათ შორის ერთი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია გაჭრილი, მეორე -ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში, მესამე კი დასავლეთ კედლის ღერძზე. სამივე კარი შიგნიდან თაღოვანია, ხოლო გარედან სწორკუთხა, გადახურულია ბრტყელი ლოდით.

აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომელიც ეკლესიის გადარჩენილი ნაწილისგან ორ საფეხურიანი მხრებით და მათზე დაყრდნობილი ორსაფეხურიანივე ნახევარწრიული მოხაზულობის თაღითაა გამოყოფილი. მსგავსი ფორმისაა კამარაც. აფსიდის ცენტრში მაღალი, თაღვანი სარკმელია გაჭრილი, რომლის ორივე მხარეს თითო, სწორკუთხა ნიშაა. ერთი სარკმელი დასავლეთის კედელშიცაა, ორი კი სამხრეთით. სარკმლები გარედან და შიგნიდან სწორკუთხაა.

დარბაზის გრძივი კედლები დანაწევრებულია თითო, ორსაფეხურიანი ჰილასტრით და მის გვერდებზე არსებული, ნახევარწრიულთავიანი, კედლის თითო თაღით, რომლებიც ჰილასტრის გვერდით საფეხურებს ეყრდნოაბა. სჰილასტრის წინა საფეხურზე კი, ცილინდრული კამრის საბჯენი თაღია გადაყვანილი. თითო ჰილასტრი გრძივი კედლების დასავლეთ კიდეშიცაა. მათ დასავლეთ კედლის მიმდებარე თაღი ეყრდნობა.

ეკელსიის ფასადები მოკლებულია ყოველგვარ მორთულობას. სამხრეთ ფასადზე, შესასვლელია გადახურვიდან ოციოდე სანტიმეტრით ზევით, წყობიდან გამოშვერილი თხელი ქვების რიგით შექმნილია თარო, რომელიც კედლის კიდეებთან ახლოს წყდება. ანალოგიური თაროა მოწყობილი ჩრდილოეთ ფასადის აღმოსავლეთ ნახევარშიც. თაროები მინაშენის კამრის დასაყრდნობლად იყო გათვალისწინებული, რომელიც ეკლესიას სამხრეთიდან (მთეალ სიგრძეზე) და ჩრდილოეთიდან ეკვროდა. ამჟამად მინაშენის არავითარი კვალი არ ჩანს, რის გამოც მათი არსებობის შესახებ დაბეჯითებით რაიმეს თქმა ძნელია. არ არის გამორიცხული, რომ მათი აგება ეკლესიის მშენებლობის დროსვე იქნა უარყოფილი. ეკლესიის სახურავი ორფერდაა, გადახურულია ქართული ღარისებრი კრამიტით.

ლიტერატურა რედაქტირება