გულგულის ეკლესია
გულგულას ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ გულგულის ჩრდილოეთით, 2 კილომეტრზე, ნაგ
გულგულას ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ გულგულის ჩრდილოეთით, 2 კილომეტრზე, ნაგებად წოდებულ ადგილში. იგი სავარაუდოდ, თრიღდება VIII-IX საუკუნეებით.
ძეგლი ნანგრევების სახითაა შემორჩენილი (მიახლოებითი ზიმები: სიგრძე 11,5 მეტრი, სიგანე 10,9 მეტრი) და გათხრა-გასუფთავების გარეშე მისი გეგმის სრულად დადგენა შეუძლებელია. ნაგებობა, როგორც ჩანს, სამეკლესიანი ბაზილიკაა. შემორჩენილია: შუა ეკლესიის აფსიდი, სამხრეთ ეკლესია, რომელიც აღმოსავლეთით აფსიდითაა დასრულებული და შუა ეკლესიის ჩრდილოეთით მდებარე, სწორკუთხა სათავსი, სამკვეთლო. კედლების ნაშთები რიყის ქვითა და კირის დუღაბითაა ნაგები.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 169.