გუკოვოს მეშახტეთა შრომის მუზეუმი

ლ. მიკულინის სახელობის გუკოვოს მეშახტეთა შრომის მუზეუმი (რუს. Гуковский музей шахтёрского труда имени Л.И. Микулина) — მუზეუმი ქალაქ გუკოვოში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მუზეუმის დირექტორია ევგენი გარკუშევი[1].

გუკოვოს მეშახტეთა შრომის მუზეუმი
რუს. Гуковский музей шахтёрского труда имени Л.И. Микулина
48°03′19″ ჩ. გ. 39°56′55″ ა. გ. / 48.05528° ჩ. გ. 39.94861° ა. გ. / 48.05528; 39.94861
დაარსდა 1964
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მდებარეობა გუკოვო, როსტოვის ოლქი, რუსეთი
ვიზიტორები 26 000
დირექტორი ევგენი გარკუშევი
ოფიციალური საიტი gukovo-musey.ru
Map

ერთადერთი მუზეუმი რუსეთის ევროპულ ნაწილში, რომელიც ასახავს ქვანახშირის სამთო მრეწველობის განვითარების ისტორიას. გუკოვოს მეშახტეთა შრომის მუზეუმი წლის განმავლობაში მასპინძლობს 26 000 ვიზიტორს.

მუზეუმის მისამართი: რუსეთის ფედერაცია, როსტოვის ოლქი, ქალაქი გუკოვო, კოვალევის ქუჩა № 49[2].

მუზეუმი დააარსა პედაგოგმა და მხარეთმცოდნემ ივანე მიკულინმა 1961 წელს, როგორც სკოლის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი[3]. პირველი ექსპონატები შეაგროვეს გუკოვოს მეოთხე სკოლის მოსწავლეებმა. 1964 წელს გუკოვოს სკოლის მუზეუმი გახდა სახალხო. 1992 წელს გუკოვოს მეშახტეთა შრომის მუზეუმმა მიიღო საოლქო დანაყოფის სტატუსი.

1998 წელს მუზეუმი გადაიტანეს ცალკე შენობაში. ამ მომენტისათვის მუზეუმის ფონდში შედიოდა 11 000 ექსპონატი. 1990-იანების დასასრულსა და 2000-იანების დასაწყისში მუზეუმი ინტენსიურად ვითარდებოდა, როგორც მეშახტეთა შრომის ამსახველი განყოფილება. მუზეუმში არის ერთ-ერთი საგამოფენო დარბაზი, რომელიც რევოლუციამდელ შახტის პანორამას წარმოადგენს და რომელიც აღჭურვილია თანადროული მანქანებით.

მუზეუმის შენობა

რედაქტირება

გუკოვოს მეშახტეთა შრომის მუზეუმი განთავსებულია ორსართულიან შენობაში, რომელიც მდებარეობს კოვალევის ქუჩა № 49-ში. საქესპოზიციო-საგამოფენო ფართობი შეადგენს 1 680 კვ. კმ.-ს.

ექსპონატები და ფონდები

რედაქტირება

ამჟამად მუზეუმი მოითვლის 23 000-ზე მეტ ექსპონატს. გუკოვოს მეშახტეთა შრომის მუზეუმში განთავსებულია 18 კოლექცია[4], მათ შორის: „არქეოლოგია“, „სამთო-მეშახტეთა აღჭურვლობა“, „დეკორატიული ხელოვნება“, „მინერალები“, „მონეტები“, „საათები“, „წერილობითი წყაროები“, „ფალერისტიკა“, „ლატარიის ბილეთები“, „ბონისტიკა“, „ბუნება“, „ფოტოგრაფიები“, „საყოფაცხოვრებო ტანსაცმელი“, „სახვითი ხელოვნება“ და სხვა.

ყველაზე ხშირად დამთვალიერებლები სტუმრობენ საკომპლექსო დარბაზს „შახტი“[5], სადაც წარმოდგენილია კოლექცია, რომელიც ასახავს მეშახტეთა საქმიანობის ისტორიას და ქვანახშირის მრეწველობას XVII საუკუნიდან დღემდე. იგი მოგვთხრობს მეშახტის ცხოვრებასა და შრომაზე, შრომის გმირებზე. საგამოფენო დარბაზში „შახტი“ შესაძლებელია მეშახტეთა პირველი შრომის იარაღების ნახვა. აქვე განთავსებულია მიწისქვეშა რკინიგზის ლიანდაგი, რომელიც საგამოფენო დარბაზს ბუნებრიობას მატებს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება