გუელმის პროვინცია
გუელმა (არაბულად: ) — პროვინცია (ვილაიეთი) ალჟირში. მისი დედაქალაქია გუელმა. პროვინციის ფართობია 4,101 კმ². 2008 წლის მონაცემებით, პროვინციაში ცხოვრობს 482,261 ადამიანი.
ისტორია
რედაქტირებადიდი მსხვერპლი მოჰყვა პროვინციის მოსახლეობაში საფრანგეთის არმიის შესვლას 1945 წელს.
პროვინციის სტატუსით სარგებლობს 1974 წლიდან. მანამდე იყო ანაბის პროვინციის ნაწილი. 1983 წელს მას ჩამოშორდა სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი და შიექმნა სუკ-აჰრასის პროვინცია.
დემოგრაფია
რედაქტირება1998 წლის მონაცემებით, პროვინციაში ცხოვრობდა 429.998 ადამიანი. ის არის ერთ-ერთი მცირერიცხოვანი პროვინცია ქვეყანაში, რომლის წარმომადგენლებიც იკავებენ 39 ადგილს ალჟირის პროვინციათა ასამბლეაში. მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე კმ²-ზე შეადგენს 105 ადამიანს. მათ შორის 54,4% ცხოვრობს ურბანულ ნაწილებში და 87%-ს მიუწვდება ხელი სუფთა სასმელ წყალზე. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 23,3% მუშაობს სოფლის მეურნეობაში, 17,9% მშენებლობაზე, 9,9% ინდუსტრიაში, 48,9 % კი — მომსახურების სფეროში. მოსახლეობის 21,1% უმუშევარია.
გეოგრაფია
რედაქტირებაპროვინციის ფართობია 4.101 კმ².
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაპროვინცია იყოფა 10 რაიონად. რაიონები თავის მხრივ იყოფიან 34 კომუნად (ან მუნიციპალიტეტად).
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- (ფრანგული) (არაბული ენა) (გერმანული) (ინგლისური) Official website of the tourism office of Guelma Province დაარქივებული 2008-08-20 საიტზე Wayback Machine.