გუაჩიმონტონესი – კოლუმბამდელი არქეოლოგიური ძეგლი მექსიკაში, ხალისკოს შტატში. მდებარეობს გვადალახარას დასავლეთით, დაახლოებით ერთი საათის სავალ მანძილზე. იგი მთავარი ძეგლია კულტურული საზოგადოებისა, რომელსაც „ტეუჩიტლანის ტრადიციას“ ეძახიან. ეს საზოგადოება, რომელიც არსებობდა ჯერ კიდევ ძვ. წ. 300 წელზე ადრიდან ჩვ. წ. 900-იანი წლების შუამდე.

წრიული პირამიდა

გუაჩიმონტესის კომპლექსის მთავარ ნაგებობებს წარმოადგენს წრიული, საფეხურებიანი პირამიდები. 18 მეტრი სიმაღლის პირამიდა შედგება 13 საფეხურისაგან, ხოლო ზემოთ, ადგას კიდევ 4 საფეხურიანი ასეთივე პირამიდა.

თითოეული პირამიდა შემოფარგლულია მოსწორებული მოედნით, ხოლო ეს მოედნები თავის მხრივ – დაბალი მიწაყრილებით. ამ მიწაყრილების მწვერვალზე დგას ხის ნაგებობები.

კომპლექსი შედგება 10 წრიული პირამიდის, 4 მართკუთხა მოედნისა და 2 ბურთის სათამშო მოედნისაგან.

ტეკილას არყის სახდელებთან ერთად, მთლიანი ეს რეგიონი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. აქ განხორციელებული არაერთი ძარცვის შედეგად, 2008 წელს კომპლექსი ასევე მოხვდა “მსოფლიოს ძეგლების ზედამხედველობის” მიერ შედგენილ 100 ყველაზე საფრთხეში მყოფი ძეგლის სიაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება