გუარენასი (ესპ. Guarenas) — ქალაქი ვენესუელაში, მირანდას შტატში. დაარსდა 1621 წელს სახელით ნუესტრა-სენიორა-დე-კოპაკაბანა-დე-ლოს-გუარენასი. 1989 წლის 27 თებერვალს, ქალაქში დაწყებული სახალხო პროტესტი ავტობუსის მგზავრობის ფასის გაზრდასთან დაკავშირებით, მოედო ქვეყნის დედაქალაქ კარაკასსაც, რომელმაც რამდენიმედღიანი აჯანყება გამოიწვია. დღეს ეს მოვლენები კარაკასოს სახელითაა ცნობილი. ამჟამად, გუარენასი ვირტუალურად შერწყმულია მის მეზობელ ქალაქ გუატირესთან. 2006 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 185 010 ადამიანს შეადგენს.

ქალაქი
გუარენასი
Guarenas
გერბი

ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
შტატი მირანდა
კოორდინატები 10°28′00″ ჩ. გ. 66°37′00″ დ. გ. / 10.46667° ჩ. გ. 66.61667° დ. გ. / 10.46667; -66.61667
დაარსდა 1621 წ
ფართობი 142 კმ²
ცენტრის სიმაღლე 374
მოსახლეობა 185 010 კაცი (2006)
სატელეფონო კოდი 0212
საფოსტო ინდექსი 0212
ოფიციალური საიტი guarenas.blogspot.com
გუარენასი — ვენესუელა
გუარენასი

ორივე ქალაქს ელექტროენერგიით დღემდე 1933 წელს გახსნილი ელექტროსადგური უზრუნველყოფს.

გუარენასში დაიბადა ბეისბოლის პროფესიანალი მოთამაშე ხუან რივერა.

ქალაქში მდებარეობს მირანდას შტატის კინოწარმოება ვილია-დელ-სინე.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება