გრძელი გზა შინისკენ

გრძელი გზა შინისაკენ (ინგლ. A Long Way Home) 一 ინდოელ-ავსტრალიელი ბიზნესმენისა და მწერლის, სარუ ბრაიერლის არამხატვრული, 2013 წლის წიგნი, რომელიც მან ლარი ბატროსთან ერთად დაწერა. თავდაპირველად ის ავსტრალიაში, გამომცემლობა Penguin Books-ში გამოქვეყნდა, ხოლო სამი წლის შემდეგ, 2016 წელს, მისი ტელეადაპტაციაც ვიხილეთ.[1][2] გადმოცემით, ავტორი ამჟამად მუშაობს ნაწარმოების პრიქველზე - „ამბავი მის ორ დედაზე, ბიოლოგიურსა და არაბიოლოგიურზე, ჯერ კიდევ მაშინ, სანამ ის დაიბადებოდა“.[3]

„გრძელი გზა შინისკენ“
A Long Way Home
ავტორი სარუ ბრაიერლი, ლარი ბატროსი
ქვეყანა ავსტრალია
ენა ინგლისური
ჟანრი ავტობიოგრაფიული
გამომცემელი Viking Australia
გამოცემის თარიღი 24 ივნისი, 2013
მთარგმნელი გია ბერაძე
ქართულად გამოიცა 2018 (გამომცემლობა პალიტრა L)
მედია ბეჭდვითი
გვერდი 225 (ქართული გამოცემა, 2018)
oclc 870975729
ISBN 9789941291548

2016 წელს ნაწარმოები, რეჟისორ გართ დევისის თაოსნობით, ადაპტირდა ეკრანიზაციაში, სახელწოდებით ლომი, რომელშიც მთავარ როლებს დევ პატელი, ნიკოლ კიდმანი და რუნი მარა ასრულებენ. ფილმის პრემიერა 2016 წლის ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.[4]

ეს ავტობიოგრაფიული ნაშრომი მოიცავს ბრაიერლის ცხოვრების სამ ათწლეულს, აღწერს მის განსაცდელითა და თავგადასავლით აღსავსე ცხოვრებას მას შემდეგ, რაც ხუთი წლის ასაკში, ინდოეთის ერთ-ერთ პატარა სოფელში, დაიკარგა, მასზე მეურვეობა კი საშუალო კლასის ავსტრალიურმა ოჯახმა ითავა. წიგნში აღწერილია ის 25-წლიანი, ავტორისთვის საკმაოდ მძიმე, პერიოდი, რომლის დროსაც იგი ცდილობდა, დაბრუნებოდა ფესვებს და საკუთარ ოჯახს.

საკუთარ ABC Radio Sydney-სთან მიცემულ ინტერვიუში ბატროსი ამბობდა:[5]

„იმ მომენტიდან, როცა ნაწარმოებზე მუშაობა დავიწყე, მივხვდი, რომ ბრწყინვალე ნამუშევარი გამოვიდოდა“

ნაწარმოებზე მუშაობისას ბატროსი საათობით ინტერვიუს იწერდა როგორც სარუსთან, ისე მის მშვილებელ დედასთან, საბოლოოდ, 70 ათასიანი ხელნაწერი კი კალკუტაში ყოფნისას დაასრულა, სასტუმროს ნომერში, რათა გამომცემლის მიერ დაწესებული მკაცრი სამთვიანი ვადა სრულად ამოწურულიყო.

გამოხმაურება

რედაქტირება

კარინა ვეტერბიმ Vaily Daily-ში თქვა: „მკითხველს ნამდვილი კათარზისი გრძნობა ეუფლება, როცა ბრაიერლის გასაოცარ ამბავს ეცნობა, ბედნიერი დასასრულის კლასიკური გაგებით, რადგან ავტორის მოგზაურობა, როგორც ბიჭი და შემდეგში მამაკაცი, სითამამის გრძნობას აღვივებს მკითხველში“.[6] დაიანა დემპსიმ The Sydney Morning Herald-ში კომენტარი გააკეთა ნაწარმოებზე: „ბრაიერლი პირდაპირ წერს და არ ცდილობს, რაიმე განსაკუთრებული ან მომხიბვლელი გააკეთოს, გარდა ღირსშესანიშნავი ამბის მოყოლისა“.[7] ტეილორ რობერტი International Policy Digest-ში წერს:“ძნელი არ არის იმის გაგება, თუ რატომ მიიღო აღნიშნულმა ნაწარმოებმა მსგავსი მაღალი შეფასება. ეს არის გულწრფელი ისტორია ტკივილისა, ბრძოლისა, იმედისა და სიყვარულისა. ნაწარმოები ბედნიერ ნოტაზე მთავრდება. ბრაიერლის მოგზაურობა შთამაგონებელი და ღრმა იდეის მატარებელია, მოძრავი, სიცოცხლით სავსე; ეს კვლავაც გვახსენებს იმ ფაქტს, თუ რა ძლიერია ადამიანის მიწიერი ვნებები, თუ როგორ მიისწრაფვის ადამიანის სული მისკენ და, ზოგადად, ამქვეყნიურობისკენ“.[8]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. A Long Way Home. Book Depository. ციტირების თარიღი: 15 October 2018.
  2. Carroll, Rory. Saroo Brierley, the inspiration for the film Lion: 'My mother saw my face after 25 years' (24 February 2017). ციტირების თარიღი: 15 October 2018.
  3. Iyer, Archana. Lion: Saroo Brierley’s next book to be a prequel to A Long Way Home (2 February 2017). ციტირების თარიღი: 15 October 2018.
  4. „Paperback Nonfiction“. New York Times. 2 April 2017.
  5. Hoh, Amanda. A Long Way Home: Ghostwriter Larry Buttrose on telling Saroo Brierley's story behind the film Lion (16 February 2017). ციტირების თარიღი: 15 October 2018.
  6. Wetherbee, Karina. Book review: ‘A Long Way Home,’ by Saroo Brierley (March 18, 2017). ციტირების თარიღი: 15 October 2018.
  7. Dempsey, Dianne. A Long Way Home (31 August 2013). ციტირების თარიღი: 15 October 2018.
  8. Dibbert, Taylor. Book Review: ‘A Long Way Home’27 Jun 2015 Taylor Dibbert Book Review: ‘A Long Way Home’ (27 June 2015). ციტირების თარიღი: 15 October 2018.