„გრუზინსკაია მისლ“ (რუს. Грузинская мысль, „ქართული აზრი“) — რუსულენოვანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სალიტერატურო გაზეთი, ქართველ ეროვნულ-დემოკრატთა პირველი პერიოდული გამოცემა. დაარსდა თბილისში როგორც ყოველკვირეული გამოცემა, გამოვიდა ერთი ნომერი — 1907 წლის 11 მარტს; რედაქტორ-გამომცემელი — გიორგი გვაზავა.

გაზეთი „გრუზინსკაია მისლ“ 1907 №1 (11 მარტი)

ნომერში გამოქვეყნებულია მიხეილ წერეთლის, გიორგი გვაზავასა და სხვათა პუბლიცისტური წერილები. გაზეთი 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის საფუძველზე მოითხოვდა საქართველოს ავტონომიურ მოწყობას, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას, სამართალწარმოებას მშობლიურ ენაზე. გაზეთის გამოცემა აიკრძალა თბილისის გენერალ-გუბერნატორის სპეციალური განკარგულებით, ხოლო გვაზავა დააპატიმრეს და გადაასახლეს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯანელიძე ო., ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან, თბ., 2002;