გროს-რუხენი
გროს-რუხენი (გერმ. Gross Ruchen) — მთა გლარნის ალპებში, შვეიცარიაში. მდებარეობს ურის კანტონში, უფრო მაღალ გროს-ვინდგელენსა და ხლი-რუხენს შორის.
გროს-რუხენი | |
---|---|
კოორდინატები: 46°48′37″ ჩ. გ. 8°46′29″ ა. გ. / 46.81028° ჩ. გ. 8.77472° ა. გ. | |
ქვეყანა | შვეიცარია |
სიმაღლე | 3 138 მ |
ქედი | გლარნის ალპები |
ჩრდილოეთი კალთა საკმაოდ ციცაბოა. აღმოსავლეთ კალთაზე კი რუხენფირნის მყინვარია გაწოლილი.