გროსე-შაიდეგის უღელტეხილი

გროსე-შაიდეგის უღელტეხილი (გერმ. Grosse Scheidegg) — უღელტეხილი ბერნის ალპებში, შვეიცარიაში. სიმაღლე 1962 მ. ერთმანეთთან აკავშირებს გრინდელვალდისა და მაირინგენის კომუნებს. აღმართულია ვეტერჰორნისა (3692 მ) და შვარცჰორნის (2928 მ) მწვერვალებს შორის. უღელტეხილზე გადადის საავტომობილო გზა, რომელიც ზაფხულობით ემსახურება ავტობუსით მიმოსვლას გრინდელვალდსა და მაირინგენს შორის. კერძო ტრანსპორტით მოძრაობა შეზღუდულია.

გროსე-შაიდეგის უღელტეხილი
ჩრდილოეთით მოჩანს ვატერჰორნი. ქვევით, მარცხნივ, გროსე-შაიდეგის უღელტეხილია
ჩრდილოეთით მოჩანს ვატერჰორნი. ქვევით, მარცხნივ, გროსე-შაიდეგის უღელტეხილია
კოორდინატები: 46°39′21″ ჩ. გ. 8°06′07″ ა. გ. / 46.65583° ჩ. გ. 8.10194° ა. გ. / 46.65583; 8.10194
ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
სიმაღლე 1962 
ქედი ბერნის ალპები
გროსე-შაიდეგის უღელტეხილი — შვეიცარია
გროსე-შაიდეგის უღელტეხილი

ზაფხულში უღელტეხილი ველოტურისტების პოპულარული ადგილია. გადასასვლელის უნაგირის სიახლოვეს მდებარეობს სასტუმრო, რესტორანთან ერთად, რომელიც მხოლოდ ზაფხულის პერიოდში ფუნქციონირებს. აქვეა კლაინე-შაიდეგის უღელტეხილი (2061 მ), რომელიც 99 მეტრით მაღალია გროსე-შაიდეგზე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება