გრობინიის ციხესიმაგრე

გრობინიის ციხესიმაგრე (ლატვ. Grobiņas pilsdrupas) — შუა საუკუნეების ციხესიმაგრის ნანგრევები ლატვიაში. მდებარეობს ქალაქ გრობინიის ცენტრში.

გრობინიის ციხესიმაგრე

ციხესიმაგრე აგებულია აგურით არაუგვიანეს 1253 წლისა.[1] დაანგრიეს XVIII საუკუნეში.[2] ისტორიკოსების ერთი ნაწილის აზრით ციხესიმაგრე ააშენა ორდენის მაგისტრმა დიტრიხ გრონინგელმა, მეორე ნაწილი თვლის რომ იგი ააგო ორდენის მაგისტრმა გოსვინ ჰერიკელმა.

1263 წელს ციხესიმაგრე დაწვეს[1].

გრობინიის ციხესიმაგრე წარმოადგენს ლატვიის კულტურის ძეგლს და 2011 წლის 18 აპრილიდან წარდგენილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების საცდელ სიაში[3][4].