გრიფინები (სეზონი 13)
ანიმაციური ტელესერიალ „გრიფინების“ მეცამეტე სეზონის პრემიერა შედგა 2014 წლის 28 სექტემბერს, ბოლო ეპიზოდი კი ეთერში გავიდა 2015 წლის 17 მაისს. სიუჟეტი ტრიალებს კუაჰოგში მცხოვრები გრიფინების ოჯახის ირგვლივ, რომლის წევრებიც არიან პიტერ გრიფინი, ლოის გრიფინი, კრის გრიფინი, მეგ გრიფინი, სტიუი გრიფინი და ანთროპომორფული ძაღლი ბრაიან გრიფინი.
გრიფინები (სეზონი 13) | |
---|---|
ქვეყანა | აშშ |
ეპიზოდი | 18 |
ეთერი | |
ორიგინალური არხი | FOX |
ეთერში | 28 სექტემბერი, 2014 – 17 მაისი, 2015 |
სეზონის პირველი ეპიზოდი იყო ერთსაათიანი ქროსოვერი სიმფსონებთან ერთად. იყვნენ ასევე მოწვეული სტუმრებიც, მათ შორის ლიამ ნესონიც.[1][2][3][4]
ეპიზოდები
რედაქტირება№ ჯამში | № სეზონში | სახელწოდება | რეჟისორი | სცენარის ავტორი | ორიგინალური ეთერის თარიღი | წარმ. კოდი | აშშ მაყურებელი (მილიონი) |
---|---|---|---|---|---|---|---|
232 | 1 | „The Simpsons Guy“ | პიტერ შინი | პატრიკ მეიგანი | 28 სექტემბერი, 2014 | BACX22 BACX23 | 8.45[5] |
გრიფინების და სიმფსონების ოჯახი ერთმანეთს ხვდება. სტიუი ბარტთან ერთად ერთობა, ლოისი დროს ატარებს მარჯთან, ლიზა მეგს ნიჭის პოვნაში ეხმარება, პიტერი და გომერი კი ლუდის საუკეთესო მარკაზე დაობენ. | |||||||
233 | 2 | „The Book of Joe“ | მაიკ კიმი | მაიკ დეზილეტსი | 5 ოქტომბერი, 2014 | CACX01 | 3.63[6] |
პიტერი ჯოს ოცნების ასრულებაში ეხმარება. ჯო აქვეყნებს წიგნს ბავშვებისთვის, თუმცა, სიტუაცია კონტროლიდან გამოდის, როდესაც პიტერი თანაავტორი ხდება. ამავე დროს, ბრაიანი ხდება პროფესიონალი მორბენალი. | |||||||
234 | 3 | „Baking Bad“ | ჯერი ლენგფორდი | მარკ ჰენტემანი | 19 ოქტომბერი, 2014 | BACX20 | 4.74[7] |
პიტერი და ლოისი წყვეტენ პეჩენიის გაყიდვის მაღაზია გახსნან. მათი ბიზნესი არალეგალური ხდება, როდესაც პიტერს თავში გაყიდვების გაზრდის იდეა მოსდის. | |||||||
235 | 4 | „Brian the Closer“ | ჯონ ჰოლმკვისტი | სტივ მარმელი | 9 ნოემბერი, 2014 | BACX21 | 3.63[8] |
ბრაიანი კოსმეტიკურ ოპერაციას იკეთებს და უძრავი ქონების აგენტი ხდება. მუშაობაში მას ხელს ქუაგმაირთან ჩხუბი უშლის. | |||||||
236 | 5 | „Turkey Guys“ | ჯულიუს ვუ | ჩერი ჩევაპრავატდუმრონგი | 16 ნოემბერი, 2014 | CACX02 | 4.46[9] |
მადლიერების დღის წინა ღამეს მთვრალი პიტერი და ბრაიანი ინდაურს ჭამენ. მოგვიანებით, მათ სხვა ინდაურის ძებნა უწევთ. პიტერის არყოფნის დროს კრისი წვყეტს სახლში მთავარი მამაკაცი გახდეს. | |||||||
237 | 6 | „The 2000-Year-Old Virgin"“ | ჯოსეფ ლი | ტედ ჯესაპი | 7 დეკემბერი, 2014 | CACX03 | 4.44[10] |
პიტერი სავაჭრო ცენტრში იესოს დასდევს და იგებს, რომ იგი ვაჟიშვილია. ჯოსთან და ქუაგმაირთან ერთად იგი იესოსთვის საუკეთესო დაბადების დღის ორგანიზებას და მის ნამდვილ მამაკაცად გადაქცევას აპირებს. | |||||||
238 | 7 | „Stewie, Chris, & Brian's Excellent Adventure“ | ჯო ვოქსი | ალექს კარტერი | 4 იანვარი, 2015 | CACX04 | 5.53[11] |
სტიუი და ბრაიანი კრისს ისტორიის გამოცდის ჩაბარებაში ეხმარებიან და დროის მანქანას იყენებენ. კრისი ყველაფერს აფუჭებს და მეგობრები ტიტანიკზე ხვდებიან. | |||||||
239 | 8 | „Our Idiot Brian“ | ჯონ ჰოლმკვისტი | აარონ ლი | 11 იანვარი, 2015 | CACX05 | 4.12[12] |
მეგი სთხოვს ბრაიანს მის მაგივრად ჩააბაროს გამოსაშვები გამოცდები. ბრაიანი ვერ აბარებს, რის გამოც ყველა იწყებს ფიქრს, რომ იგი ჭკვიანი არაა. პიტერი მასთან ერთად ერთ დღეს ატარებს და იდიოტთა ცხოვრების პლიუსებს აჩვენებს. | |||||||
240 | 9 | „This Little Piggy“ | ბრაიან აილზი | კრისტინ ლონგი | 25 იანვარი, 2015 | CACX06 | 3.19[13] |
მეგის ოცნება ახდა: მას სამოდელო ბიზნესში შესთავაზეს მუშაობა. მეგმა არ იცოდა, რომ სინამდვილეში ფუტ-ფეტიშის რეკლამაში მოხვდა. | |||||||
241 | 10 | „Quagmire's Mom“ | გრეგ კოლტონი | ტომ დევანი | 8 თებერვალი, 2015 | CACX07 | 2.81[14] |
ბანკში პიტერი იგებს, რომ სინამდვილეში მისი სახელია ჯასტინია. ამის შემდეგ იგი ცდილობს მაგარი თინეიჯერის როლი ითამაშოს. ამავე დროს, პოლიციას სურს ქუაგმაირის დაპატიმრება არასრულწლოვანთან სექსუალური ურთიერთობისათვის, თუმცა, საქმეში ერევა ქუაგმაირის დედა. | |||||||
242 | 11 | „Encyclopedia Griffin“ | ჯერი ლენგფორდი | ლიუი მორტონი | 15 თებერვალი, 2015 | CACX08 | 2.51[15] |
პიტერი და მისი მეგობრები ქმნიან დეტექტიურ სააგენტოს და არკვევენ, რომ კრისი ქურდია. | |||||||
243 | 12 | „Stewie is Enceinte“ | სტივ რობერტსონი | გერი ჟანეტი | 8 მარტი, 2015 | CACX09 | 3.98[16] |
ბრაიანს აღარ უნდა სტიუისთან დროის გატარება, ამიტომ სიტუი წყვეტს დნმ-ის გამოყენებით ბრაიანისგან შვილი გააჩინოს. ამავე დროს, პიტერი და მისი მეგობრები ვირუსული ვიდოეს გადაღებას ცდილობენ. | |||||||
244 | 13 | „Dr. C and the Women“ | მაიკ კიმი | დეივიდ ბოუ | 15 მარტი, 2015 | CACX10 | 3.45[17] |
მეგი მუშაობას იწყებს აეროპორტში. ამავე დროს, კლივლენდ ბრაუნი ხდება თერაპევრი და პიტერს და ლოისს ეხმარება. პიტერი მალევე უკმაყოფილო ხდება მეგობრის შესაძლებლობებით და მეგობარს მისი ცოლისთვის საიდუმლოების გაცემით ემუქრება. | |||||||
245 | 14 | „#JOLO“ | იულიუს ვუ | არტი იოჰანი & შონ რაიზი | 12 აპრილი, 2015 | CACX11 | 3.11[18] |
უკვალოდ დაკარგული ბიჭის გადარჩენის შემდეგ პიტერი გმირი ხდება. ამავე დროს, ჯო სამსახურს ტოვებს და მეგობრებთან ერთად ნიაგარის ჩანჩქერს სტუმრობს. | |||||||
246 | 15 | „Once Bitten“ | ჯულიუს ვუ | ენტონი ბლასუჩი | 19 აპრილი, 2015 | CACX12 | 3.30[19] |
ბრაიანი ვარჯიშის სკოლას გადის, რის შემდეგაც უფრო დამჯერი ხდება. ეს არ მოსწონს პიტერს: მას ძველი ბრაიანი ენატრება. ამავე დროს, კრისი იჩენს ახალ მეგობარს, რომელიც მას ღალატობს: მეგობრობა საჭირო იყო მეგის გასაცნობად. | |||||||
247 | 16 | „Roasted Guy“ | ჯო ვოქსი | ენდრიუ გოლდბერგი | 26 აპრილი, 2015 | CACX13 | 3.17[20] |
პიტერი მონაწილეობას იღებს შოუში, სადაც მთავარ გმირს მეგობრები დასცინიან. პიტერს ეს სწყინს და ქალებთან იწყებს მეგობრობას, თუმცა, მათთანაც პრობლემები უჩნდება. | |||||||
248 | 17 | „Fighting Irish“ | ბრაიან აილზი | ჯეიდი სამუელსი | 3 მაისი, 2015 | CACX15 | 3.68[21] |
პიტერის მეგობრების ბეზრდებათ, რომ იგი სულ ტრაბახობს იმით, რომ ლიამ ნისონის ცემა შეუძლია. მოულოდნელად მას ამის შანსი ეძლევა: ნისონი კუაჰოგში ფილმის გადაღებაზეა. ამავე დროს სტიუი ლოისზე იწყებს ეჭვიანობას, რადგანაც უკანასკნელი საბავშვო ბაღში იწყებს მუშაობას. | |||||||
249 | 18 | „Take My Wife“ | ჯონ ჰოლმკვისტი | კევინ ბიგინსი | 17 მაისი, 2015 | CACX14 | 2.85[22] |
ლოისი ბაჰამის კუნძულებზე საგზურის ბრონირებას ახდენს, თუმცა, საგზური ქორწინების კონსულტაციის პროგრამა აღმოჩნდა. პიტერის და ლოისის არყოფნის დროს ბავშვები კარტერ პიუტერშმიდტან არიან, რომელიც შეწუხებულია იმით, რომ ბავშვები ელექტრონიკით არიან გარშემორტყმულნი. იგი მათ მისი ბავშვობის თამაშებს სთავაზობს. |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ .@LeaKThompson, @Buck, Liam Neeson, @itsJulieBowen & even more guests will be on #familyguy this season. #FOXSDCC #SDCC. Family Guy. ციტირების თარიღი: 30 July 2014.
- ↑ Guest Stars Announced for FOX's Sunday Night Animated Comedies. ComingSoon.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-06. ციტირების თარიღი: 2014-07-21.
- ↑ 'Nashville' star Connie Britton to cameo on 'Family Guy'. EW.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ოქტომბერი 2014. ციტირების თარიღი: 12 November 2014.
- ↑ 'Sopranos' star Tony Sirico returning to 'Family Guy'-but not as Vinny the dog (2014-09-25). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-09-29. ციტირების თარიღი: 2014-09-27.
- ↑ Sunday Final Ratings: Sunday Final Ratings: 'Once Upon A Time', 'Resurrection' & 'Revenge' Adjusted Up; 'CSI' Adjusted Down. TV by the Numbers. Zap2it (30 სექტემბერი, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-01. ციტირების თარიღი: 30 სექტემბერი, 2014.
- ↑ Sunday Final Ratings: ‘Once Upon a Time’, ‘Resurrection’ & ‘Revenge’ Adjusted Up; ‘Madam Secretary’ Adjusted Down. TVbytheNumbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-09. ციტირების თარიღი: 8 ოქტომბერი, 2014.
- ↑ Sunday Final Ratings: ‘The Simpsons & ‘Madam Secretary’ Adjusted Up; ‘Mulaney’ Adjusted Down. TVbytheNumbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-21. ციტირების თარიღი: 21 ოქტომბერი, 2014.
- ↑ Sunday Final Ratings: ‘The Simpsons’ & ‘Brooklyn Nine-Nine’ Adjusted Up. TVbytheNumbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-13. ციტირების თარიღი: 12 ნოემბერი, 2014.
- ↑ Sunday Final Ratings: ‘The Simpsons’ & ‘America's Funniest Home Videos’ Adjusted Up + Final Football Numbers. TVbytheNumbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-20. ციტირების თარიღი: 18 ნოემბერი, 2014.
- ↑ Bibel, Amanda. (9 დეკემბერი, 2014) Sunday Final Ratings: 'The Simpsons' & 'Family Guy' Adjusted Up, '60 Minutes' Adjusted Down & Final Football Numbers. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-10. ციტირების თარიღი: 9 დეკემბერი, 2014.
- ↑ Bibel, Sara. (7 იანვარი, 2015) Sunday Final Ratings: 'The Simpsons', 'Madam Secretary', 'Brooklyn Nine-Nine', 'The Celebrity Apprentice', 'Bob's Burgers' and 'CSI' Adjusted Up. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-27. ციტირების თარიღი: 7 იანვარი, 2015.
- ↑ Kondolojy, Amanda. (13 იანვარი, 2015) Sunday Final Ratings: 'The Good Wife' Adjusted Up + Final Ratings for 'The Golden Globes' & NFL. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-14. ციტირების თარიღი: 13 იანვარი, 2015.
- ↑ Kondolojy, Amanda. (27 იანვარი, 2015) Sunday Final Ratings: No Adjustments for 'Galavant', 'Revenge' or 'CSI'. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-30. ციტირების თარიღი: 28 იანვარი, 2015.
- ↑ Kondolojy, Amanda. (10 თებერვალი, 2015) Sunday Final Ratings: Grammy Awards Adjusted Down; No Adjustment for 'Brooklyn Nine-Nine' or 'Bob's Burgers'. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-10. ციტირების თარიღი: 10 იანვარი, 2015.
- ↑ Bibel, Sara. (18 თებერვალი, 2015) Sunday Final Ratings: No Adjustments for 'Saturday Night Live - 40th Anniversary', 'The Bachelor' or 'CSI' Finale. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-20. ციტირების თარიღი: 18 იანვარი, 2015.
- ↑ Kondolojy, Amanda. (10 მარტი, 2015) Sunday Final Ratings: 'The Last Man on Earth', 'Bob's Burgers', 'Family Guy', 'Brooklyn Nine-Nine' & 'Revenge' Adjusted Up. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-03-12. ციტირების თარიღი: 10 მარტი, 2015.
- ↑ Sunday Final Ratings: ‘The Last Man on Earth’, ‘Secrets & Lies’, ‘Battle Creek’ & ’60 Minutes’ Adjusted Up. TVbytheNumbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-03-18. ციტირების თარიღი: 18 მარტი, 2015.
- ↑ Bibel, Sara. (14 აპრილი, 2015) Sunday Final Ratings: ‘America's Funniest Home Videos’ Adjusted Up; ‘Madam Secretary’, ‘The Good Wife’ & ’60 Minutes’ Adjusted Down. TVbytheNumbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-16. ციტირების თარიღი: 14 აპრილი, 2015.
- ↑ Kondolojy, Amanda. (21 აპრილი, 2015) Sunday Final Ratings: 'Once Upon a Time', 'Secrets & Lies', & 'A.D.: The Bible Continues' Adjusted Up; 'ACM Awards', & 'American Odyssey' Adjusted Down. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-24. ციტირების თარიღი: 21 აპრილი, 2015.
- ↑ Bibel, Sara. (28 აპრილი, 2015) Sunday Final Ratings: 'Family Guy' Adjusted Up; No Adjustments to 'Once Upon A Time'. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-30. ციტირების თარიღი: 28 აპრილი, 2015.
- ↑ Kondolojy, Amanda. (5 მაისი, 2015) Sunday Final Ratings: 'Family Guy' & 'Secrets and Lies' Adjusted Up'. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-05-06. ციტირების თარიღი: 5 მაისი, 2015.
- ↑ Kondolojy, Amanda. (19 მაისი, 2015) Sunday Final Ratings: 'The Simpsons' & 'Billboard Music Awards' Adjusted Up. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-05-20. ციტირების თარიღი: 19 მაისი, 2015.