გრივერ ფარულავა
გრივერ ფარულავა (დ. 5 ივლისი, 1936 — გ. 11 აგვისტო, 2020) — ქართველი მეცნიერი, პროფესორი, ძველი ქართული მწერლობის მკვლევარი,[1] ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.[2]
გრივერ ფარულავა | |
---|---|
გრივერ ფარულავა ხანძთას მონასტერში, 2006 წლის 23 აპრილი. | |
დაბ. თარიღი | 5 ივლისი, 1936 |
დაბ. ადგილი | თბილისი |
გარდ. თარიღი | 11 აგვისტო, 2020 |
მუშაობის ადგილი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სასულიერო აკადემია |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი |
სამეცნიერო წოდება | პროფესორი |
ჯილდოები | , წმიდა გიორგის ორდენი |
ცნობილია როგორც | „მხატვრული სახის ბუნებისათვის ძველ ქართულ პროზაში“, „ჰაგიოგრაფია – ხელოვნება ხელოვნების შესახებ |
სამეცნიერო სფერო | ძველი ქართული მწერლობის მკვლევარი |
სამეცნიერო მოღვაწეობა
რედაქტირებაგრივერ ფარულავა წლების განმავლობაში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და კითხულობდა ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კურსს.
იკვლევდა ქართული ქრისტიანული ხელოვნების, ესთეტიკისა და ლიტერატურის პრობლემებს, კითხულობდა სპეციალურ კურსებს ამ მიმართულებით. მკვლევართა და ძველი ქართული მწერლობით დაინტერესებული მკითხველისთვის ცნობილია მისი წიგნები: „მხატვრული სახის ბუნებისათვის ძველ ქართულ პროზაში“, „ჰაგიოგრაფია – ხელოვნება ხელოვნების შესახებ“ და სხვა.
გრივერ ფარულავა წლების განმავლობაში იყო თბილისის სასულიერო აკადემიის ძველი ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგე.[3]
2018 წელს პრეზიდენტმა გრივერ ფარულავას ღირსების ორდენი გადასცა – „სახელმწიფო ენის შენარჩუნების, ენის, როგორც უწყვეტი სააზროვნო პროცესის ჩამოყალიბებისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნების ხელშეწყობისთვის“.[4]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ღია აუდიტორია — გრივერ ფარულავა, გრივერ ფარულავას ლექცია ტელეკომპანია „ერთსულოვნება“
სქოლიო
რედაქტირება- ↑ გარდაიცვალა პროფესორი, ძველი ქართული მწერლობის ცნობილი მკვლევარი გრივერ ფარულავა, 14:52, 11.08.2020
- ↑ გრიბერ ფარულავა. Iverieli. ციტირების თარიღი: 15 აგვისტო, 2020.
- ↑ სასულიერო აკადემია და სემინარია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-21. ციტირების თარიღი: 2015-02-21.
- ↑ ცნობილი ფილოლოგი და მკვლევარი, გრივერ ფარულავა გარდაიცვალა, netgazeti