გრიდა დუმა (ინგლ. Grida Duma; დ. 11 ივნისი, 1977) — ალბანელი პოლიტიკოსი, ლექტორი და ჟურნალისტი. ალბანეთის დემოკრატიული პარტიის წევრი, ევროინტეგრაციის მინისტრის მოადგილე 2011-2013 წლებში ბერიშას კაბინეტში.

გრიდა დუმა
დაბადების თარიღი 11 ივნისი, 1977(1977-06-11) (47 წლის)
დაბადების ადგილი დურესი
მოქალაქეობა  ალბანეთი
განათლება ნებრასკა-ლინკოლნის უნივერსიტეტი და ტირანის უნივერსიტეტი

განათლება

რედაქტირება

გრიდა დუმამ წარჩინებით დაამთავრა ტირანის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ასევე წარმატებით დაასრულა ასპირანტურა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში უნგრეთში და ნებრასკა-ლინკოლნის უნივერსიტეტში აშშ-ში. მიიღო მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში ტირანის უნივერსიტეტიდან და აქვს დოქტორის ხარისხი ეკონომიკაში.

მუშაობდა პროფესორად და ლექტორად ალბანეთის სხვადასხვა უნივერსიტეტში, მათ შორის ტირანის უნივერსიტეტში, სადაც ასევე იყო სოციოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

პოლიტიკური კარიერა

რედაქტირება

მან პოლიტიკური კარიერა დაიწყო 2011 წელს, როდესაც გახდა ევროინტეგრაციის მინისტრის მოადგილე (2011-2013 წწ.). 2015 წლის ადგილობრივ არჩევნებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი ტირანის მერობის კანდიდატი იქნებოდა, მაგრამ მოგვიანებით გამოცხადდა მისი კანდიდატურა დურესის მუნიციპალიტეტში.[1] მან არჩევნებში ვერ გაიმარჯვა.

2014 წლიდან, არჩევნებში მარცხის შემდეგ, იგი გახდა ალბანეთის დემოკრატიული პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი. იგი არის გამოჩენილი ფიგურა დემოკრატებს შორის და დემოკრატიული პარტიის ამჟამინდელი ლიდერის, ლულზიმ ბაშას მკვეთრი მხარდამჭერი.[2]

პარლამენტის წევრი

რედაქტირება

2017 წელს დუმა აირჩიეს დემოკრატიული პარტიის სიით ალბანეთის პარლამენტში, ტირანის ოლქიდან.[3] სექტემბერში იგი დემოკრატიული პარტიის საპარლამენტო ჯგუფის პრესსპიკერად აირჩიეს.

2022 წლის 7 ნოემბერს დუმამ გამოაცხადა პოლიტიკური კარიერის დასრულება და დატოვა პარლამენტის წევრის მანდატი. მალევე გამოცხადდა, რომ იგი ჟურნალისტურ კარიერას უბრუნდება და წაუძღვება მთავარ არხზე პოლიტიკური თოქ-შოუს სახელწოდებით „გრიდა დუმას ტოპ-სტორი“.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

გრიდა დუმა 11 წელი იყო დაქორწინებული ალბანელ დიპლომატთან და ლექტორთან, ილრი შკინასთან, რომელთანაც ჰყავს ვაჟი. წყვილი 2019 წლის მარტში დაშორდა.

ალბანური პრესა იტყობინებოდა, რომ დგრიდა უმა დემოკრატიული პარტიის კიდევ ერთ დეპუტატთან, ერვინ სალიანისთან დაქორწინდა, მაგრამ არც ერთმა მათგანმა არც უარყო და არც დაადასტურა ეს ინფორმაცია.[4]

  1. Albanian Daily News. ციტირების თარიღი: 9 July 2017.
  2. Top Channel. top-channel.tv. ციტირების თარიღი: 2016-10-16.
  3. Albanian Daily News. ციტირების თარიღი: 9 July 2017.
  4. SKANDALI/ Grida Duma kapet mat me Ervin Salianjin?. Tema (2018-02-12). ციტირების თარიღი: 2023-04-11.