გრიგოლ ჭაჭია

გროზნოს ქალაქის IV საავადმყოფოს ქირურგი–ორდინატორი

გრიგოლ ჭაჭია (დ. 9 ნოემბერი, 1949, თბილისი) — ქართველი ქირურგი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1974 წელს დაამთავრა სტავროპოლის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1974-1975 წლებში იყო გროზნოს ქალაქის IV საავადმყოფოს ქირურგი–ორდინატორი. 1975-1983 წლებში თბილისის რესპუბლიკური ცენტრალური საავადმყოფოს ნეიროქირურგიული განყოფილების ორდინატორი. 1983 წლიდან თბილისისსახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ნეიროქირურგიის კურსის ასისტენტი და დოცენტი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული კლინიკის ნეიროქირურგიული განყოფილების გამგე. ავტორია 45 სამეცნიერო ნაშრომის. ჰეიროქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა – „თავის ტვინის,მოცულობა–წნევის ურთიერთდამოკიდებულებების გამოკვლევის შედეგები ქალაშიდა ტრავმული დაზიანების და ინტრაცერებრული სიმსივნის მქონე ავადმყოფებში“ დაიცვა 1982 წელს კიევში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში, თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 349

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება