გრიგოლ აფშინაშვილი

გრიგოლ ნადირას ძე აფშინაშვილი (დ. 1866, სოფ. ხოშარა, ახლანდელი დუშეთის რაიონი ― გ. 1960, სოფ. ზემო ხოდაშენი, ახმეტის რაიონი) — ქართველი ეთნოგრაფი, ფოლკლორისტი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

გრიგოლ აფშინაშვილი დაიბადა უკანა ფშავის სოფელ ხოშარაში, სათემო გვარი გაბიდოური, სათემო სალოცავი, ხოშარის "სათხუთმეტო", წარმოადგენს ფშავის თხუთმეტი თემის მფარველ ანგელოზს. დედა ჰყავდა ჩარგლელი ქალი გოგოჭურთა თემიდან დედიძმათ სალოცავი ცაბაურთის მთავარანგელოზი. დაამთავრა ჩარგლის სკოლა სადაც ბაჩანასთან ერთად სწავლობდა ერთ კლასში. ვაჟას მამის, პავლესგან მალულად, მან და ვაჟამ კანონ დარღვევით შეადგინეს მიმართვა გორის საოსტაო სემინარიის მიმართ, რათა იქ გაეგრძელებინა სწავლა. დაამთავრა აღნიშნული სემინარია. მასწავლებლობდა კახეთსა და საინგილოში, იყო არაერთი სკოლის დამაარსებელი და გამგე მასწავლებელი, წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციაში, როგორც ეროვნული თვითმყოფადობის მოსარჩლე. ამის გამო იდევნებოდა რუსის მოხელეთა მიერ და თავს აფარებდა ფშავს.

XIX საუკუნის 90-იანი წლებიდან აქვეყნებდა ფშაური პოეზიის ნიმუშებსა და წერილებს ჟურნალ-გაზეთებში ("ჯეჯილი", "კვალი", "აკაკის კრებული", "ივერია"). როგორც ფოლკლორისტი და ეთნოგრაფი, ძმები რაზიკაშვილების (ვაჟა, ბაჩანა, თედო) მიმდევარი იყო. წერდა "ფშავლიშვილის"და "ზეზვას" ფსევდონიმებით. მეგობრობდა ილია ჭავჭავაძესთან, აკაკი წერეთელთან, ნიკო ნიკოლაძესთან. ფშავში დევნილობის პერიოდში წერა კითხვა შეასწავლა მიხა ხელაშვილს. 1912 წელს აღსრულებს ილია ჭავჭავაძის ანდერძს და მიდის საინგილოში გამგე მასწავლებლად. საინგილოს გადაცემის შემდეგ მონაწილეობს ქართველთა წინააღმდეგობის მოძეაობაში საქართველოს შემადგენლობაში საინგილოს შენარჩუნების მიზნით. მოძრაობის დამარცხების შემდეგ იძულებული დატოვოს საინგილო და კახეთში აგრძელებს პედაგოგიურ მოღვაწეობას, მაგრამ კომუნისტურ ეპოქაში წყვეტს წერას და ამის შემდეგ მის კალამს თითქმის არაფერი შეუქმნია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გოგოჭური დ., ქსე, ტ. 2, გვ. 29, თბ., 1977