გრიგოლი (საკუთარი სახელი)
საკუთარი სახელი
გრიგოლ (ბერძნ. „მღვიძარე“, „ფხიზელი“) — მამაკაცის სახელი. მისგანაა მიღებული გვარები: გრიგოლაშვილი, გრიგოლია, გრიგოლაია, გრიგოლავა.[1] კნინობითი ფორმებია: გიგა, გიგი, გიგო, გიგლა, გიგილო, გიგოლა. გიგა, გიგი, გიგო წარმოშობით შეიძლება დამოუკიდებელი სახელები იყოს. ბევრი გვარია წარმოქმნილი კნინობითი ფორმებისაგანაც. იშვიათად გვხვდება სახელის ფორმა გრიგორ, საიდანაც მიღებულია გვარი გრიგორაშვილი.[2]