გრენლანდიის ანტიციკლონი
მაღალი ატმოსფერული წნევის არე კუნძულ გრენლანდიის თავზე
გრენლანდიის ანტიციკლონი, გრენლანდიის მაქსიმუმი — მაღალი ატმოსფერული წნევის არე კუნძულ გრენლანდიის თავზე. არსებობს მთელი წლის განმავლობაში.[1] აისახება დედამიწის ყოველი თვის წნევათა მრავალწლიური საშუალოების რუკებზე.[2] ყალიბდება დაბალი ტემპერატურისა და ყინულოვანი ფარის დიდი სიმაღლის წყალობით,[1] რის გამოც აქ ზამთარშიც და ზაფხულშიც ანტიციკლონური რეჟიმი სჭარბობს ციკლონურს.[2] ატმოსფეროს ზემოქმედების ერთ-ერთი ცენტრია. გრენლანდიის ანტიციკლონის ბევრად მძლავრ და ფართო ანალოგს წარმოადგენს ანტარქტიკის ანტიციკლონი.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Гренландский антициклон // Большая российская энциклопедия. т. 7. — М., 2007. — стр. 680.
- ↑ 2.0 2.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 263.