გრემის საცხოვრებელი სახლი

გრემის საცხოვრებელი სახლები — არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემის მეფეთა და დიდებულთა უბანში. შენობა გეგმილით მოგრძო მართკუთხედია (20,8X7 მ.). ნაგებობა შედგება სხვადასხვა ზომის ოთხი ოთახისაგან. ნაგები იყო რიყის ქვით. კედლები შემორჩენილია 0,3 მ სიმაღლეზე. შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია. შემორჩენილია კარიბჭისმაგვარი, ოთხკუთხა სათავსის საძირკველი.

ლიტერატურა

რედაქტირება