გრემის რვაგვერდა ნაგებობა

გრემის რვაგვერდა ნაგებობა — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობდა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემის მეფე-დიდებულთა უბანში. დღესდღეობით შემორჩენილია საძირკველი და აქა-იქ აგურით მოპირკეთებული იატაკის ფრაგმებტები.

ნაგებობის გეგმა შიგნით და გარედან რვაწახნაგია (გარეთა ღერძის ზომები — 10,5 მ., შიგნით — 5,5 მ.). შიდა კედლებს აგურის ერთი ფენი შემოუყვება აღმოსავლეთ წახნაგის წინ ერთრიგად დაწყობლი აგურებით, იქმენება 1,3 მ. სიგანის საფეხური. შესაძლებელია სწორედ ამ წახნაგში იყო მოწყობილი შენობის შესასვლელი. შენობას არ ჰქონდა საფორტიფიკაციო (დაცვითი) დანიშნულება ის უბრალოდ საცხოვრებლად იყო გამოყენებული.

ლიტერატურა

რედაქტირება