გრემის მარანი — არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობდა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემის ტერიტორიაზე მდებარე სამეფო რეზიდენციის აღმოსავლეთ განაპირას. ახლა შემორჩენილია მხოლოდ საწნახელის ნანგრევები. საწნახელი შედგება ორი ნაწილისაგან. ნაგებია ნატეხი ქვით. ყურძნის დაწურვა ორივე ნაწილში ხდებოდა. იატაკზე არსებული ღარებით, წვენი სპეციალური ხვრელებთან გროვდებოდა, საიდანაც შემდეგ მარანში გადიოდა.

ლიტერატურა

რედაქტირება